|
2016-05-03 10:39:10, 589 ნახვა
საზოგადოება
26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა. „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“, 2016 წლის 26 მაისიდან ახალ კომპონენტს შეიძენს. კერძოდ, 26 მაისიდან 26 ივნისამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირადობის მოწმობის აღება იქნება უფასო, რაც პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებას შეუწყობს ხელს. „2015 წლის ოქტომბრიდან მოქმედი „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გატარებულ ღონისძიებებთან ერთად, საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ საქართველოს, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდის ყველაზე ხარისხიანი საარჩევნო სია ექნება“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)