|
2016-05-03 10:26:34, 568 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთში 65 წლის მამაკაცს 11 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ
ქობულეთში 65 წლის მამაკაცს 11 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. ადგილობრივი მოსახლეობა 6 საათის განმავლობაში მამაკაცის სახლთან იმყოფებოდა და მის დასჯას ლინჩის წესით ითხოვდა. შეკრებილებმა მამაკაცის საცხოვრებელ სახლში შეჭრა სცადეს, მაგრამ მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. მეზობლების ინფორმაციით, 65 წლის მამაკაცი წარსულში ქალის გაუპატიურებისთვის არის ნასამართლევი. 11 წლის მოზარდის დედის განცხადებით, მამაკაცი გოგონას კანფეტებსა და გასეირნებას სთავაზობდა. ამასთან, მოზარდის დედის თქმით, მამაკაცი მის 12 წლის ბიჭს ეუბნებოდა, რომ თუ მის დას ავტომობილში ჩაჯდომას დაუშლიდა, კისერს მოჭრიდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება იმ შემთხვევაში დაიწყება თუ რაიმე სახის სამართლებრივი დარღვევა გამოვლინდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)