|
2016-05-01 11:31:31, 555 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი აღდგომას სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა. შს მინისტრი სადღესასწაულო წირვას დაესწრო, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ აღავლინა. გიორგი მღებრიშვილმა აღდგომის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძრიდან ყველა პოლიციელს და მთელი ქვეყნის მოსახლეობას მიულოცა: „თითოეულ ოჯახს სიმშვიდეს, ჯანმრთელობასა და სიხარულს ვუსურვებ... განსაკუთრებით ვულოცავ პოლიციელებს! აღდგომა - ეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებისა და ერთგვარი განახლების სიმბოლო. ვისურვებდი, განახლებული ძალებითა და შემართებით დავდგეთ ქვეყნის სიმშვიდისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე“, - განაცხადა შს მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)