|
2016-04-30 13:09:36, 669 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ვაზისუბანში მოსახლეობა მდინარე ხევისწყლიდან ინერტული მასალის გატანას აპროტესტებს
სამტრედიაში, მდინარე ხევისწყალზე მძიმე ტექნიკის საშუალებით ინერტული მასალის მოპოვებას ადგილობრივები მეშვიდე დღეა აპროტესტებენ. სოფელ ვაზისუბნის შესასვლელში ადგილობრივებმა კარავი გაშალეს და მჯდომარე აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, მდინარეზე მიმდინარე სამუშაოები სოფელს საფრთხეს უქმნის, რადგან ძლიერი წვიმების დროს მდინარე ხევისწყლის ადიდებისა და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის შედეგად, შესაძლოა, დაიფაროს მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. როგორც სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ, თავდაპირველად სამუშაოები რამდენიმე ჰექტარზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მათი ინფორმაციით, შემსრულებელი კომპანია ინერტული მასალის მოპოვებას 16 ჰეტარზე გეგმავს. აქციის მონაწილეები პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე სოფელში აღნიშნული სამუშაოები არ შეჩერდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)