|
2016-04-29 10:55:14, 547 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე უნგრეთის საჯარო მომსახურების ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია, მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის ხელმძღვანელობით, უნგრეთის საჯარო მომსახურების ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია. შსს-ს ინფორმაციით, უნივერსიტეტი, საერთაშორისო გამოწვევებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, უნგრეთის საჯარო მოსამსახურეების მომზადებას ახორციელებს. შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა უნივერსიტეტის პრორექტორ, დოქტორ ნორბეტ კისთან შეხვედრაზე საქართველოს შსს-ს აკადემიაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა, მათ შორის, ახალი საგანმანათლებლო მეთოდიკის, ინფრასტრუქტურული პროექტების და სტუდენტ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების განხორციელების კუთხით. შალვა ხუციშვილმა დოქტორ ნორბერტ კისს შსს-ს აკადემიის ბაზაზე რეგიონული სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, მსგავსი ცენტრის შექმნა და საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს საპოლიციო განათლების დონის ამაღლებას საქართველოსა და მთელს რეგიონში. შეხვედრაზე მხარეებმა უნგრეთის საჯარო მომსახურების ეროვნული უნივერსიტეტის პროგრამების მაღალ სტანდარტზეც ისაუბრეს და საქართველოს შსს-ს აკადემიასთან სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დასახეს. ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და უნგრეთის საჯარო სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის სამართალდაცვით განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი ერთობლივი პროექტების, სტუდენტთა სასწავლო ვიზიტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების, ასევე, სწავლების მეთოდიკასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარების და სამეცნიერო კვლევების დარგში თანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა.
„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო
პაპუაშვილი ფიშერზე: აუხსნას ვინმემ, რომ არ ვაპირებთ უკრაინა-მოლდოვის EU-ის გზას დავადგეთ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)