|
2016-04-28 16:50:09, 560 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. სააგენტოს ინფორმაციით, 53 მსმენელს „სახელმწიფო შესყიდვების კურსის“ გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა. სწავლება 18 აპრილს დაიწყო და 28 აპრილს დასრულდა. ტრენინგები განკუთვნილი იყო საქართველოს მუნიციპალიტეტების ორგანოების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ-ების, შპს-ების და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის დირექტორის თენგიზ თოფურიძის თქმით, 2016 წლის ბოლომდე გადამზადებას გაივლის რვაასზე მეტი შესყიდვების სპეციალისტი, როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან. დღეისათვის, უკვე გადამზადებულია ათასზე მეტი სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დასაქმებული სპეციალისტი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, იგეგმება ტრენინგები მიმწოდებლებისათვის და სამუშაო შეხვედრები რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან. სწავლებას უძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით. მსმენელთათვის სწავლება უფასოა, ტრენინგები დაფინანსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.
„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო
პაპუაშვილი ფიშერზე: აუხსნას ვინმემ, რომ არ ვაპირებთ უკრაინა-მოლდოვის EU-ის გზას დავადგეთ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)