13:00 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 15:15:59, 613 ნახვა

საზოგადოება
რეგიონული განვითრების სამინისტრომ აქცია „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“ დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ აქცია „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“ წამოიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, კამპანიის ფარგლებში ფარგლებში ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიროტიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.

უწყების ინფორმაციით,  დასუფთავების ღონისძიებაში „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის მერის მოადგილე  ნოდარ მიქიაშვილი თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ. აქციას, ასევე, „ქუთაისის სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები, ნიკეას ქუჩის მოსახლეობა და სხვა მოხალისეები შეუერთდნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა ნიკეას ნაგავსაყრელის პოლიგონთან ახლოს მდებარე სასაფლაოს  ტერიტორია პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს.

მსგავსი ტიპის აქციები სხვა მუნიციპალური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებზეც გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო
პაპუაშვილი ფიშერზე: აუხსნას ვინმემ, რომ არ ვაპირებთ უკრაინა-მოლდოვის EU-ის გზას დავადგეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics