|
2016-04-28 12:32:57, 606 ნახვა
საზოგადოება
2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, 2002 წლის მონაცემებთან შედარებით, მოსახლეობის საშუალო ასაკი 2 წლით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეოობის 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, 2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, მოსახლეობის საშუალო ასაკი 2 წლით გაიზარდა და 38,1 წელი შეადგინა. შესაბამისად, გაიზარდა მამაკაცთა საშუალო ასაკი 34,3 წლიდან 35,9 წლამდე, ხოლო ქალების - 37,8 წლიდან 40,1 წლამდე. რეგიონულ ჭრილში ყველაზე დაბალი საშუალო ასაკი დაფიქსირდა ქვემო ქართლის (35,6 წელი), ხოლო ყველაზე მაღალი-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (48,2 წელი). საქართველოს მოსახლეობის აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქსტატის ინფორმაციით, აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3724 დასახლება.
„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო
პაპუაშვილი ფიშერზე: აუხსნას ვინმემ, რომ არ ვაპირებთ უკრაინა-მოლდოვის EU-ის გზას დავადგეთ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)