|
2016-04-28 10:40:25, 4507 ნახვა
კულტურა
"თიბისი გალერეამ" „თბილისი - 2016 თანამედროვე მუსიკის საღამოების" კონცერტს უმასპინძლა
"თიბისი ბანკის" მხარდაჭერით, "თიბისი გალერეაში" ყოველწლიური ფესტივალის, „თბილისი -2016 თანამედროვე მუსიკის საღამოების" კონცერტი გაიმართა. მუსიკალურ საღამოზე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, რიხარდ შტრაუსის, ალექსანდრ სკრიაბინის, კარლჰაინც შტოკჰაუზენისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა. კონცერტზე მაყურებელმა ნიკოლა ვერენის ინსტალაციასაც ოპერიდან „უშბა და თეთნულდი" იხილა. „თანამედროვე მუსიკის საღამოები" საქართველოში უკვე მე-12 წელია მუსიკალური ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. საერთაშორისოდ აღიარებული თანამედროვე მუსიკის ანსამბლების მონაწილეობით ქართველი მსმენელი ეცნობა მსოფლიო მუსიკის მიღწევებს და იღებს ინფორმაციას თანამედროვე მუსიკალურ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ფესტივალში სისტემატურად მონაწილეობენ კონსერვატორიის წამყვანი პროფესორები, სტუდენტები, თანამედროვე მუსიკის ანსამბლები და სოლისტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, შვეიცარიიდან და ა.შ. ბოლო წლებში ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა რუსმა პიანისტმა ალექსეი ლიუბიმოვმა, გერმანელმა დირიჟორმა ჟოლტ ნადმა, ფრანგმა მსახიობმა სედრიკ ტიოლემ, ასევე კომპოზიტორებმა: ფრანსუა-ბერნარ მაში, იზაბელ მუნდრი, ფილიპ იურელი, იოსებ ბარდანაშვილი, დან იუხანსი, ჰანს ტუჩკუ, რომლებმაც ლექციები წაიკითხეს და მასტერკლასები ჩაატარეს კონსერვატორიის სტუდენტებისთვის. წელს „თანამედროვე მუსიკის საღამოები" 26 მარტს დაიწყო და 9 მაისამდე გაგრძელდება.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)