|
2016-04-27 14:58:37, 609 ნახვა
საზოგადოება
რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა შეემატა
რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრის ავტოპარკს 20 ახალი მანქანა შეემატა. რაიონული სამსახურებისთვის გადაცემამდე, ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში განთავსებული ავტომობილები პირადად დაათვალიერა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, 20 ახალი მანქანა დღესვე განაწილდება ყველა რეგიონში. „დღეს უკვე დასრულდა პროცესი, შესაბამისად, რაიონულ სამსახურებს გადაეცემა 20 სპეციალურად აღჭურვილი მანქანა. შეირჩა ისეთი რაიონები, სადაც ყველაზე მეტად გამოიკვეთა ამ პერიოდის განმავლობაში პრიორიტეტები. ხაზგასასმელია, რომ ამ მანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან ჯამში 1 700 000 ლარი გამოიყო. ჩვენ ეს შევძელით შარშან ადმინისტრაციულ და შესყიდვებში დაზოგილი თანხებით“,-განაცხადა სერგეენკომ. 20 მაღალი გამავლობის სპეც-მანქანა თელავის, გურჯაანის, მცხეთის, წალკის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, კოდის, კასპის, ქარელის, ნინოწმინდის, ცაგერის, ონის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ტყიბულის, აბროლაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქობულეთისა და მარტვილის რაიონულ სამსახურებს გადაეცემა. ცნობისთვის, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი 100 მაღალი და 80 საშუალო გამავლობის ავტომობილით 2014 წელს განახლდა. 20 ახალი სპეც-მანქანის დამატების შედეგად, ცენტრის ავტოპარკი 200 ავტომობილით განახლდება.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)