19:29 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 10:34:51, 395 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენი ტედ პო: საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს გვერდით უნდა იდგეს

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) წარმომადგენლებს – ტედ პოს და ჯერალდ კონოლის შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მეგობართა ჯგუფის საქმიანობის მნიშვნელობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის.

კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ  საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.  საუბარი შეეხო  ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების აუცილებლობას.

მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს და ყურადღება გაამახვილეს ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა  მზაობა, შეიტანოს წვლილი გლობალური მშვიდობის დამყარების საქმეში.

"ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მთავრობის გეგმებზე და ეკონომიკურ განვითარებაზე,  საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობაზე, რუსეთის საფრთხეზე და იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იდგეს საქართველოს გვერდით. ჩვენ გვინდა, განვახორციელოთ ეკონომიკური მოლაპარაკებები საქართველოსთან, ვიქონიოთ უფრო მყარი სავაჭრო ურთიერთობები. ქვეყნებს რომლებსაც აქვთ კარგი ეკონომიკური ურთიერთობა, აქვთ კარგი პარტნიორობა“, - განაცხადა კონგრესმენმა ტედ პომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics