20:40 - 17 Aug, 2026
|
2016-04-26 18:10:21, 854 ნახვა
სამართალი
ირაკლი ფირცხალავას ოჯახს 15 000 ლარიანი გირაოს თანხა დაუბრუნდება
შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ოჯახს 15 000 ლარიანი გირაოს თანხა დაუბრუნდება. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო. მან გირაოს თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, ფირცხალავას მეუღლის ნინო ხვიტიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ხვიტიას თქმით, იმის გამო, რომ ფირცხალავას ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ბუტა რობაქიძის საქმეზე შეფარდებული გირაო აღკვეთის მიზნებს აღარ ემსახურებოდა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ფირცხალავას მეუღლის შუამდგომლობა მაინც დააკმაყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)