|
2016-04-26 17:08:53, 607 ნახვა
საზოგადოება
შალვა საბაური: ეს სტუდენტობა არ წარმოადგენს მახინჯ სისტემას, რომელიც შეიძლება ადრე იყო
“ეს სტუდენტობა არ წარმოადგენს მახინჯ სისტემას, რომელიც შეიძლება ადრე იყო“, - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განაცხადა. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები დამოუკიდებელი სტუდენტები არიან, რომლებსაც სურთ, რომ მათი პოზიცია ყველამ მოისმინოს, ვისაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. „მთავარი მოთხოვნა და პროტესტის გრძნობა გამოიწვია იმან, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული 40-50 კაციან ჯგუფთან ხდება შეხვედრა. ჩვენ ვართ იმ პოზიციაზე, რომ ყველა სხვა დანარჩენი უნივერსიტეტის სტუდენტობაც განხილვის პროცესში უნდა ჩაერთოს“,-განაცხადა საბაურმა. საბაურის თქმით, განათლებასთან დაკავშირებული ცვლილებები მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიიღონ, როცა ყველა სტუდენტი მიიღებს გადაწყვეტილებაში მონაწილეობას. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას მოიმოქმედებს თვითმმართველობა უახლოეს მომავალში შალვა საბაურმა აღნიშნა, რომ შემდეგ ნაბიჯებს საინიციატივო ჯგუფთან ერთად განიხილავენ. „შემდეგ ნაბიჯებს უკვე საინიციატივო ჯგუფთან ერთად განვიხილავთ, რომლის ორგანიზებითაც დღევანდელი მსვლელობა ჩატარდა. პეტიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე თვითმმართველობამ უკვე შეიტანა და ჩვენ ვცდილობთ კონსტრუქციულად და მშვიდობიან რეჟიმში მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ყველას ვინც გადაწყვეტილების მიღებაში იღებს მონაწილეობას“,-განაცხადა თვითმმარეთველობის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან თვითმმართველობის აქცია დასრულდა.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)