|
2016-04-26 16:34:27, 526 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში საგზაო-ინფრასტრუქტურული და მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელებზე სამუშაოები რამდენიმე ობიექტზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს გუდამაყრის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარის რეაბილიტაცია 12 406 კვ/მ ფართობზე ხორციელდება. აღნიშნულ ქუჩაზე დაგეგმილია სანიაღვრე ქსელის მოწყობაც. მათივე ცნობით, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ლოტკინის მთის ქუჩაზე (2276,7 კვ/მ) სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწესრიგდება გზის საფარი. გვაზაურის I ჩიხში (626 კვ/მ) გზის საფარის მოწესრიგება ხორციელდება, მანამდე აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე სისტემა და გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პარალელურად, გზის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს თემქაზე მე-4 მ/რ- ის II (2000 კვ/მ), I (900კვ/მ) კორპუსების ეზოებში და მე -11 მ/რ - ის 50-ე კორპუსთან სასწავლო დაწესებულებების მიმდებარედ (500 კვ/მ) სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა - ზაზა გაბუნიამ დაათვალიერა.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)