12:07 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 12:27:45, 542 ნახვა

საზოგადოება
შოთა რეხვიაშვილმა თბილისში დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა თბილისში, თბილისის  ზღვის მიმდინარე ტერიტორიაზე   დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია  „კომფორტი 21“  ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით,  რეაბილიტაციის შედეგად,  გამოიცვლება კორპუსის სახურავი, კარ-ფანჯრები და იატაკი, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება დერეფნებსა და ფასადს,  გაიმართება წყალკანალიზაცია და მოეწყობა სარინელი სისტემა. 

გარდა ამისა,  სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდება კორპუსის გაზიფიცირება.

კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის მაისის ბოლოს დასრულდება, რის შემდგომაც  შენობაში მცხოვრებ 121 დევნილი ოჯახს საცხოვრებელი ფართები  საკუთრებაში გადაეცემა.

სულ საქართველოს მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 6 ობიექტზე 485 დევნილი ოჯახისთვის. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics