|
2016-04-25 18:16:54, 601 ნახვა
საზოგადოება
„აუდიტორია 115“-ის აქცია დაიწყო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იკრიბებიან. სტუდენტების აქცია ამ წუთებში დაიწყო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსის“ რეპორტიური ადგილიდან იუწყება. „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები უნივერსიტეტში „ოდეერების“ ინსტიტუტის არსებობას აპროტესტებენ. თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამჟამად თსუ-ს პირველ კორპუსთან არიან შეკრებილები. სტუდენტების თქმით, ისინი ნებისმიერი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის სასწავლო დაწესებულებაში მუშაობას გმობენ. „ჩვენ დღეს ვებრძვით პოლიციურ რეჟიმს, სისტემა უნდა დაინგრეს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. როგორც „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, დღევანდელი აქციის მიზანია „ოდეერების“ გაუქმება და სტუდენტების ოჯახების დაცვა. აქციის მონაწილეები ასევე საუბრობენ ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან მათ შევიწროებაზე. სტუდენტები ასევე გეგმავენ მსვლელობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართულებით. უნივერსიტეტის ეზოში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)