|
2016-04-25 17:14:38, 842 ნახვა
სამართალი
არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე საბერძნეთში დააკავეს
დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე დაკავებულია. "ქრონიკის" ინფორმაციით, მას საბერძნეთში მიაგნეს, სადაც ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება. როგორც ცნობილია, ქართველმა სამართალდამცველებმა ბერძენ კოლეგებთან ითანამშრომლეს, საქმეში ჩართული იყო ინტერპოლიც და ახლა მისი ექსტრადირების პროცედურები გვარდება. გიორგი ყუფარაძე მიმალვაში იმყოფებოდა. მას დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, შსს-მ 2014 წელს მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, 2 პირმა კვეზერელების კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, 2014 წლის 17 დეკემბერს კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავეებმა გარდაცვლილის ცხედარი მოათავსეს კასრში, დაასხეს სპეციალური მჟავა და აგარაკის ეზოში ჩამარხეს. იმავე დღეს, აღნიშნული პირები მივიდნენ თბილისის ზღვის დასახლებაში, გურამ კვეზერელის დედის, ნატო კვეზერელის სახლში. ნატო კვეზერელს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. "დამნაშავეებმა სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატიული კომპიუტერი, პირადი ნივთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ",-აცხადებენ შსს-ში.
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)