|
2015-02-21 13:31:02, 1576 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: მთავრობა შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად ეროვნულ ბანკთან 24 საათიან რეჟიმში მუშაობს
„მთავრობა შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად ეროვნულ ბანკთან 24 საათიან რეჟიმში მუშაობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმები, რომელიც სიტუაციის სწრაფად გამოსწორებას ემსახურება. „მოგეხსენებათ, რომ რეგიონში არის ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარება. არის მძიმე სიტუაცია უკრაინაში, იქ არის საომარი მოქმედებები. ჩვენს რეგიონში კონკრეტულად რუსეთი იქნება ეს აზერბაიჯანი თუ სომხეთი, ზოგადად ევროპაში არის კრიზისი. შესაბამისად, საქართველო თავისი პატარა ეკონომიკით არის მიერთებული, დაკავშირებული ამ გლობალურ ეკონომიკასთან. ეს ბუნებრივია ჩვენს ეკონომიკაზე აისახება ნეგატიურად და ვერ ვიქნებით გამონაკლისი, წარმატებული ასეთ მძიმე ვითარებაში. მაგრამ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები. ჩემი დავალებით ეკონომიკური გუნდი მუშაობს აქტიურად. ჩვენ გუშინაც გვქონდა შეხვედრა. ვმუშაობთ კოორდინირებულად 24 საათის განმავლობაში ეროვნულ ბანკთან ერთად. გვაქვს გაწერილი გეგმები და ყველა ეს კომპონენტი ემსახურება იმას, რომ გამოსწორდეს სიტუაცია ძალიან სწრაფად. ასევე ინვესტიციების ხელშეწყობის კუთხით გვაქვს ჩვენ არაერთი საინტერესო მექანიზმები და წინადადებები მომზადებული. ამას ძალიან მალე გავაჟღერებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)