|
2016-04-23 20:29:46, 747 ნახვა
საზოგადოება
პროექტი "ფსიქოლოგია ძალოვან სტრუქტურაში" გრძელდება
საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის(GΨPA) ორგანიზებით, პროექტი "ფსიქოლოგი აძალოვან სტრუქტურაში"გრძელდება. ამ პროექტის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის მორიგილექცია იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ფსიქოლოგმა სოსო დოლიძემ ჩაატარა. ლექცია შეეხებოდა ყოფილ პატიმრებთან მუშაობის დროს ფსიქოლოგის ფუნქცია-მოვალეობებს, კლინიკურ ასპექტებს, გამოწვევებს და მნიშვნელოვან ფაქტორებს. აქცენტი გაკეთდა, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ბენეფიციარმა ფსიქოლოგიური მომსახურებით.შეხვედრაზე ასევეგანიხილეს კონკრეტული შემთხვევები, როგორაა განვითარებული ეს სფერო საქართველოში. ლექციები უკვე ჩაატარეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის“ და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ფსიქოლოგებმა."ფსიქოლოგია ძალოვან სტრუქტურაში"ხანგრძლივვადიანიპროექტია, რომელიც რვა სამთავრობო უწყებას შორის 2016 წლის მარტში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეოობს.თითოეული ლექცია არის ღია კარის დღე სტუდენტებისთვის, რომლებიც ეცნობიან სხვადასხვა ორგანიზაციაში ფსიქოლოგიის როლს. ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შემდგომში იმუშაონ ამ სტრუქტურებში, საშუალება აქვთ გაეცნონ როგორც ფსიქოლოგების მუშაობის სტრუქტურას, ასევე სამუშაო აღწერილობას, დასაქმების პერსპექტივებს. პროექტში ჩართულები არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, არასაპატიმრო სასჯელთააღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)