|
2016-04-23 16:58:18, 1340 ნახვა
კომენტარი
სანიკიძე: შეიქმნება პლატფორმა, რომელშიც იქნებიან პროფესორ-მასწავლებლებიც და სტუდენტებიც
დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება პლატფორმა, რომელშიც გაწევრიანებული იქნებიან პროფესორ-მასწავლებლებიც და სტუდენტებიც, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ „აუდიტორია 115“-ის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. განათლების მინისტრის ინფორმაციით, პლატფორმის წევრები აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ და ანალიზებსაც გააკეთებენ. „ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა იყო. შეთახნმება შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიზრუნებთ პლატფორმის შექმნაზე, სადაც შესაძლებელი იქნება ამ და კიდევ ბევრი სხვა საკითხის განხილვა, სადაც ჩართულები იქნებიან, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ისე სტუდენტები. ეს პლატფორმა იარსებებებს მუდმივად, სადაც მოხდება აზრთა გაცვლა, დაგეგმვა, გარკვეული ანალიზის გაკეთება და ა.შ. რაც შეეხება იმ მიმდინარე საკითხებს, რომლებიც ამ ეტაპზე გადასაწყვეტია, შევთანხმდით დაახლოებით ფორმატზე, მაგრამ აუცილებლად ამაზე საბოლოოდ უკვე ვიტყვით, როდესაც სტუდენტების სხვა მხარესაც შევხვდებით. აუცილებლად პრემიერიც შეხვდება მათ“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ. გარდა ამისა, განათლების მინისტრი ვარაუდობს, რომ კონსესუსი შეიძლება შედგეს იმ პუნქტებზე, რომელზეც ყველა თანხმდება. შეგახსენებთ, რომ „აუდიტორია 115“-ის წევრები მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ- მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და განაგთლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს შეხვდნენ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)