|
2016-04-23 16:57:08, 685 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ლევილის ქართული მამული მოინახულეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართულ მამულს ეწვივნენ და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებს შეხვდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ლევილში, ნოე ჟორდანიას და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა საფლავები ყვავილებით შეამკეს. საქართველოს პრეზიდენტმა ლევილის ყოფილი მერი დანიელ ელპრენი საფრანგეთის რესპუბლიკაში 2001-2014 წლებში ლევილის მამულის შენახვის, ქართული დიასპორის წარმომადგენლების უფლებების დაცვისა და ლევილის სასაფლაოზე დაკრძალული ქართველების საფლავების მოვლა-პატრონობაში გაწეული წვლილისათვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. ,,ამ კედლებში ქართველები ფიქრობდნენ საქართველოზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ისინი ამას ფრანგ თანამემაულეებთან ერთად აკეთებდნენ. არაერთი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო, როცა ქართველი ერისათვის ურთულეს წუთებში, ფრანგი ერი ჩვენს გვერდით იდგა. ქართველი და ფრანგი ერის მეგობრობის სიმბოლოდ და მადლიერების ნიშნად მინდა ლევილის ყოფილ მერს დანიელ ელპრენს ოქროს საწმისის ორდენი გადავცე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ლევილის განახლებული ბიბლიოთეკა მოინახულა. საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში დღეს დასრულდება.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)