17:34 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 16:18:08, 585 ნახვა

პოლიტიკა
ნიკოლას ბერლინერი: კონგრესმენ სტივ რასელის განცხადება ამერიკის მთავრობის პოზიციას არ წარმოადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის, სტივ რასელის განცხადებას, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი გამოეხმაურა.

როგორც ელჩის მოადგილემ აღნიშნა, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება კონგრესის ყველა წევრს აქვს, თუმცა კონგრესმენ რასელის განცხადება ამერიკის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პოზიციას არ წარმოადგენს.

„კონგრესის ყველა წევრს აქვს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს განცხადება არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პოზიციას“, - განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა სტივ რასელმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა.

როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, ივანიშვილი მთავრობაზე გავლენას კვლავ ინარჩუნებს. მან ყოფილი პრემიერი რუსეთისადმი ლოიალურად და პუტინის მოკავშირედაც მოიხსენია.

„რუსეთი ჩვეული გეგმის მიხედვით ცდილობს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, იმ იმედით, რომ საქართველოს დედაქალაქში პრორუსული ხელისუფლება იქნება. მთავარი მოქმედი პირი ამ პოლიტიკურ პროცესში ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. მისი მიზანი საარჩევნო პროცესში ჩარევაა, ხმების ყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების დასჯის გზით. ასევე მისი მიზანია, ქვეყნის ადმინისტრაციული და პოლიტიკური რესურსების გამოყენებით, არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა. მოვუწოდებთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს დაეხმაროს საქართველოს საარჩევნო პროცესის მონიტორინიგის თვალსაზრისით. მოვუწოდებთ შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები“, - განაცხადა სტივ რასელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics