|
2016-04-23 13:17:48, 1339 ნახვა
კომენტარი
ნარმანია: დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც 2012 წელს მიიღო
„ჩემი პოზიცია კვლევებთან დაკავშირებით უცვლელია, საუკეთესო მაჩვენებელი ყოველთვის არის არჩევნები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ IRI-ის კვლევების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მოსახლეობის ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება არჩევნების დროს გამოვლინდება. „დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც 2012 და 2014 წელს ადგილობრივი არჩევნების დროს მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია აბსოლუტური უმრავლესობით იქნება ყველგან წარმოდგენილი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 20% აცხადებს რომ „ქართულ ოცნებას“, 19% კი „ნაციონალურ მოძრაობას“. მესამე ადგილი „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაიკავეს, მათ გამოკითხულთა 13 % უჭერს მხარს. IRI-ის კვლევები ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა. კვლევის შედეგებს პოლიტიკური პარტიების ნაწილი გაეცნო, ნაწილი კი უახლოეს დღეებში გაეცნობა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)