|
2016-04-22 19:07:48, 574 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აქსელ ვეხს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას ავსტრიის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და წყლის რესურსების მართვის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი ესწრებოდა. მათივე ცნობით, დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისსა და ავსტრიის ქალაქებს შორის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს. დავით ნარმანიას თქმით, თბილისში 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შემდეგ ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების საკითხი დედაქალაქში განსაკუთრებით აქტუალურია. თბილისის მერმა ამ სფეროში ავსტრიელი გარემოს დაცვის ექსპერტების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ავსტრიის ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით, თბილისში, ავსტრიელი ექსპერტების ტექნიკური დახმარების პროგრამა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ავსტრიელი ექსპერტები გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად მტკვრის შენაკადებზე, წავკისის წყლის, დიღმისხევის და ხევძმარას მდინარეების აუზებში არსებულ სტიქიურ მოვლენებს შეისწავლიან. სპეციალისტები სტიქიური პროცესების ადგილზე შეფასების შემდეგ მაღალი რისკის შემცველ ადგილებს გამოავლენენ და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ. შემაჯამებელი დასკვნის საფუძველზე ექსპერტები, საბოლოოდ, რისკის მქონე უბნების რუკებს შეადგენენ. შეხვედრაზე ელჩმა აქსელ ვეხმა აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისში, სტიქიური კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ავსტრიელი ექსპერტების დახმარება კი დედაქალაქის ხელმძღვანელობას ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)