|
2016-04-22 16:21:20, 545 ნახვა
საზოგადოება
წელიწადნახევრის განმავლობაში, თბილისის საბავშვო ბაღებში 800-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საკადრო რეზერვის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, გასაუბრების ეტაპი ერთ თვეზე მეტია, მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გასაუბრება უკვე გაიარა 900-მდე კონკურსანტმა, რომელმაც ტესტირების ეტაპზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (21 ქულა) გადალახა. გასაუბრების ეტაპი, სავარაუდოდ, მაისისთვის დასრულდება. მათივე ცნობით, სააგენტომ კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის (მეთოდისტი), აღმზრდელისა და აღმზრდელის თანაშემწის პოზიციებზე გამოაცხადა. ტესტირება 10 იანვარს, გამოცდებისა და შეფასებისა ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა. ზღვარი 1028 კონკურსანტმა გადალახა, რომლებიც ახლა გასაუბრებას გადიან. გასაუბრების ეტაპის დასრულების შემდეგ, კონკურსანტები, რომლებიც შესაბამის პოზიციაზე საჭირო ქულას დააგროვებენ, ჩაირიცხებიან სააგენტოს საკადრო რეზერვში და სხვადასხვა ბაღში ეტაპობრივად დასაქმებიან. რაც შეეხება საბავშვო ბაღებში სხვა, მათ შორის, ადმინისტრაციულ პოზიციებზე დასაქმებას, ამისთვის საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge შეავსოს დასაქმების სარეგისტრაციო ფორმა და მიუთითოს სასურველი ვაკანსია. რომელიმე საბავშვო ბაღში, მითითებული ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში, მას დაუკავშირდებიან. აღსანიშნავია, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 800-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. ახალი სამუშაო ადგილები ბაღების მშენებლობითა და მოქმედ ბაღებში დამატებითი ჯგუფების გახსნით შეიქმნა. ამასთან, წლის ბოლომდე, ახალი საბავშვო ბაღების გასხნისა და გაუქმებული ბაღების აღდგენის პარალელურად, დამატებით 400-მდე მოქალაქე დასაქმდება.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)