|
2016-04-22 15:17:52, 546 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძე თურქეთში „EXPO ANTALYA 2016"-ის გახსნის ცერემონიას დაესწრება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა, სადაც „EXPO ANTALYA 2016"-ის გახსნის ცერემონიას დაესწრება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქული მხარის მოწვევით გამოფენაზე იმყოფება ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. საერთაშორისო ბოტანიკური გამოფენა „EXPO 2016 Antalya International Horticulture", რომელიც ერთ კვირას გასტანს და 30აპრილს დასრულდება, თურქეთში წელს პირველად გაიმართება. მასპინძელი ქალაქი ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულიების ადგილი ანტალიაა. გამოფენის თემაა „ყვავილები და ბავშვები". გამოფენას ორგანიზებას უწევს თურქეთის კვების, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის სამინისტრო, საერთაშორისო საგამოფენო ბიურო და მებაღეების საერთაშორისო ასოციაცია. წელს გამოფენაში მონაწილეთა რიცხვი სხვადასხვა ქვეყნიდან უპრეცენდენტოდ მაღალია. 22 აპრილს გახნის ცერემონიას თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი, ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალური პირები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)