|
2016-04-22 15:00:34, 555 ნახვა
საზოგადოება
რეგიონული განვითრების სამინისტრო და ფერმერთა ასოციაცია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა ფერმერებმა სამინისტროს მადლობა გადაუხადეს რეგონებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამო და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, ძირითადი პრობლემა გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა და წყალმომარაგების სისტემაა. უწყების ინფორმაციით, სამინისტრომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მცირე და საშუალო ბიზნესმენთა მხარდასაჭერად მზადყოფნა გამოთქვა. ასევე, გამოითქვა მზადყოფნა სამინისტროს კოორდინირებით მიმდინარე პროგრამების ფარგლებში გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა რეგიონებში. ფერმერთა ასოციაცია 2012 წლიდან არსებობს და არა მარტო ფერმერთა ჯგუფებს, არამედ ინდივიდუალურ ფერმერებს და სოფლის მეურნეობის კუთხით მომუშავე ორგანიზაციებს და ასოციაციებს აერთიანებს. შეხვედრაზე აღინიშნა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს რეგიონებიდან მიგრაციის პროცესის შესაჩერებლად ახალგაზრდა ფერმერების ხელშეწყობას. სამომავლოდ მხარეები უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)