11:09 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 14:19:18, 543 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს გამგებელმა საზოგადოებრივ საბჭოებს კვარტალური ანგარიში წარუდგინა

საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ 2016 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული პროექტებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ  საზოგადოებრივ საბჭოებს წარუდგინა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბექა მიქაუტაძემ დეტალურად ისაუბრა

ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, თანადაფინანსებულ, ასევე ნოვატორულ და პილოტ-პროექტებზე.  მათივე ინფორმაციით, ანგარიშის წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ბექა მიქაუტაძემ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც მიმოიხილა და განაცხადა, რომ თითოეული მათგანის განხორციელებაში საბჭოების წევრთა ჩართულობა და მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

„ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ის სტანდარტია, რომელიც ჩვენ მოსვლის დღიდან დავამკვიდრეთ და ეს თანამშრომლობა მეტი ინტენსივობით უნდა გავაგრძელოთ,“ - განაცხადა გამგებელმა და მადლობა გადაუხადა სტუმრებს გამგეობის საქმიანობაში აქტიური ჩართულობისათვის.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics