|
2016-04-22 13:43:58, 560 ნახვა
საზოგადოება
ექვსი რეპატრიანტი ოჯახი სახლის მესაკუთრე გახდა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გორის რაიონის სოფელ წითელუბანში რეპატრიანტ ოჯახებს ესტუმრა და საკუთრების დამადასტურებელი ხელშეკრულებები გადასცა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, 2006 წელს სახელმწიფომ მუსლიმი მესხების 6 ოჯახისთვის, რომლებმაც საქართველოში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადეს, გორის რაიონის სოფელ წითელუბანში საცხოვრებელი სახლები შეისყიდა. გარდა ამისა, თითოეულ ოჯახს ინტეგრაციის ხელშესაწყობად 3000 ლარი გადაეცა. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის სოფელ საათლიდან საქართველოში დაბრუნებული ოჯახებისთვის გადაცემული საცხოვრებელი ფართები ამ დრომდე სახელმწიფოს საკუთრებაში რჩებოდა. 2016 წელს, მთავრობის განკარგულებით აღნიშნულ ოჯახებს სახლები საკუთრებაში გადაეცათ. დღეის მდგომარეობით, რეპატრიანტის სტატუსი მინიჭებული აქვს 1 533-ს ადამიანს, ხოლო 494-მა რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირმა საქართველოს პირობადებული მოქალაქეობა მიიღო.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)