|
2016-04-22 11:13:10, 579 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს ახალი ეკიპირება გადასცა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ეწვია და მეხანძრე-მაშველებს საბრძოლო ფორმები (სრული ეკიპირება - ფეხსაცმელი, რეზინის ბოტები, ტანსაცმელი, ჩაფხუტი), ასევე, სპეციალური დანიშნულების აირწინაღები, გენერატორები, წყლის ტუმბოები, ჰიდრავლიკური მაკრატლები გადასცა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, აღნიშნული ეკიპირებით შსს-ს მეხანძრე-მაშველების სრული შემადგენლობა აღიჭურვა. თანამედროვე აღჭურვილობა ინციდენტებზე რეაგირების ხარისხს გააუმჯობესებს. გიორგი მღებრიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს გარემონტებული შენობაც დაათვალიერა. ორსართულიანი შენობა 2015 წელს განახლდა, გარემონტდა, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. სამმართველოში 46 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის 37 თანამშრომელი მუშაობს. ზუგდიდს 3 სახანძრო და 2 სამაშველო ავტომანქანა ემსახურება. შს სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რეგიონული სამმართველოების თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვას ეტაპობრივად ახორციელებს. შსს-ს მეხანძრე-მაშველებს ახალი, ყოველდღიური ფორმები უკვე გადაეცათ. 2015 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი შენობები გაიხსნა თელავში, ქობულეთში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. 2016 წლის მანძილზე დასრულდება ამბროლაურის, ბაკურიანის, სტეფანწმინდის, გორის, ჭიათურის, ახალციხის, წალკისა და სხვა რაიონების სამმართველოების შენობების რეაბილიტაცია.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)