|
2016-04-22 10:43:53, 582 ნახვა
საზოგადოება
უამინდობის გამო, თბილისის საგანაგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 90-მდე გამოძახება დაფიქსირდა
უამინდობის გამო, თბილისის საგანაგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 90-მდე გამოძახება დაფიქსირდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად ხეების მოგლეჯის შემთხვევებს ეხებოდა. გარდა ამისა, რამდენიმე უბანში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. ასევე იყო ავტომობილების დაზიანების შემთხვევებიც. „80-90 შეტყობინება შემოვიდა. უმეტესობა შეეხებოდა ხეების მოტეხვას, იყო თუნუქის სახურავების ახდის შემთხვევებიც. ჩვენი ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში. „რუსთავი 2“-ის ინფრომაციით ხეები დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასა და 5 დეკემბერის ქუჩაზეც არის მოტეხილი. დაზიანდა ავტომობილები. შემთხვევის დროს მძღოლები მანქანებში ისხდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა განსაკუთრებულად ისანი-სამგორის რაიონი დააზარალა.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)