|
2016-04-22 10:01:10, 640 ნახვა
საზოგადოება
ძლიერი ქარის გამო გადადებული რეისი - პაატა ზაქარეიშვილი კვლავ სტამბოლის აეროპორტში იმყოფება
სტამბოლი-თბილისის რეისის გადადების გამო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში ვერ ჩამოვიდა. როგორც ზაქარეიშვილმა "რუსთავი2"-ს განუცხადა, რეისი თბილისში ძლიერი ქარის გამო ვერ შესრულდა. "ვიმყოფები სტამბოლის აეროპორტში, წუხელ გამოფრენამდე ცოტა ხნით ადრე შეგვატყობინეს, რომ თბილისში ძლიერი ქარის გამო რეისი გადაიდო, როდესაც ადმინისტრაციასთან გავარკვიეთ, სტამბოლიდან ყველა რეისი გადაიდო. სამწუხაროდ, ვერ ჩამოვედი",-განუცხადა ზაქარეიშვილმა "კურიერს". საქართველოში კიდევ რამდენიმე მინისტრი არ იმყოფება, რომლებიც საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. კვორუმის არ არსებობის გამო, თბილისში დღეს დაგეგმილი მთავრობის სხდომა გადაიდო. "ყოველთვის ვესწრები ხოლმე მთავრობის სხდომას. მითხრეს, რომ საღამოსკენ, 5-6 საათის ფარგლებში მოახერხებენ ჩვენს გამომგზავრებას,“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)