|
2016-04-21 19:13:19, 515 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა
საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფრანსუა ოლანდს ელისეის სასახლეში შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ქართული და უცხოური მედიისათვის კომენტარი გააკეთა. ,,მე ვნახე საქართველოს ტრადიციულად ძლიერი მხარდამჭერი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც მხარს უჭერს სტაბილურად საქართველოს, საქართველოს ინტერესებს და ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმით ვარ იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს შეეხება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ფრანსუა ოლანდთან საუბარი ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს შეეხო. როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე ფრანგულმა მხარემ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები, არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, არამედ ორმხრივ ურთიერთობებშიც. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრები საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე ჟერარდ ლარშერთან შედგება. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 23 აპრილს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)