|
2016-04-21 17:12:11, 639 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს გამგებელმა ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილი დღეს ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ამ ქუჩებზე გამგეობა და კეთილმოწყობის სამსახური პარალელურ რეჟიმში მუშაობენ. ზაქარიაძის N3-ში მდებარე კორპუსს გამაგრების სამუშაოები უტარდება. პროექტს კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს და მისი ღირებულება 1 მილიონ ლარს აღწევს. გივი კუბლაშვილის განცხადებით, ავარიული შენობების გამაგრებისათვის ბოლო ორი წლის ბიუჯეტი თითქმის 10-ჯერ აღემატება წინა წლების მაჩვენებელს. „წლევანდელი ბიუჯეტით გათვალიწინებულია და უკვე მაგრდება 45 კორპუსი. ბოლო ორი წლის განმავლობაში 45 მილიონი ლარის არის დახარჯული ავარიული კორპუსების გამაგრებაზე“, - განაცხადა გივი კუბლაშვილმა. რაც შეეხება ასათიანის ქუჩას, აქ საბურთალოს რაიონის გამგეობამ სანიაღვრე სისტემა მოაწყო. სამუშაო პროცესში გამოვლინდა მიზეზი, რაც აღნიშნულ ქუჩაზე გზის დეფორმაციას იწვევდა. სანიაღვრე არხის გათხრისას სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ 2 მეტრის სიღრმეზე სასმელი და გრუნტის წყლების ნაკადები ჩაედინებოდა, რაც გზას გრუნტს აცლიდა და მის დეფორმაციას იწვევდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, გამგეობისა და ქალაქის მერიის ყურადღება მათი უბნისათვის უპრეცედენტოა, რადგან მოთხოვნების უმეტესობა, რაც ამ ტერიტორიაზე არსებულ კორპუსების მცხოვრებლებს ჰქონდათ, გათვალისწინებულია.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)