|
2016-04-21 16:40:40, 441 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ფრანსუა ოლანდს შეხვდება
გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შეხვდება. პრეზიდენტების შეხვედრის დაწყებამდე ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა შეაფასა. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი, თუმცა მანამდე ფრანსუა ოლანდი საქართველოში იმყოფებოდა. როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე ყველა ის აქტუალური პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხი განიხილება, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობების დღის წესრიგში დგას, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გაძლიერებას და ამ თვალსაზრისით საფრანგეთის მხარდაჭერას და ხელშეწყობას დაეთმობა. ასევე განსაკუთრებული ყურადრება, ტურიზმისა და ინვესტიციების თვალსაზრისით, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას დაეთმობა. საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი, საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)