|
2016-04-21 16:34:00, 636 ნახვა
საზოგადოება
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ იმერეთში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მაგისტრალურიარხის, მეორე და სხვა რიგის გამანაწილებლების96 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხდა. უწყების ინფორმაციით, განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტის შედეგია 4 750 ჰექტარი მიწის ფართობის წყალუზრუნველყოფა, რომლითაც 12 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულებამ 3 491 548 ლარი შეადგინა. რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა დაათვალიერეს. 2012 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 14 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალ უზრუნველყოფილი მიწის ფართობი 970 ჰექტრიდან 12 000 ჰექტრამდე, ხოლო დაშრობილი, კი, 1 200 ჰექტრიდან 4 400 ჰექტრამდე გაიზარდა. დღეისათვის შპს „საქართველოს მელიორაცია“ საქართველოს მასშტაბით ახორციელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 24 სარეაბილიტაციო პროექტს.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)