|
2016-04-21 15:18:25, 596 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა
„საქართველოს რკინიგზასა“ და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ. როგორც „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, „საქართველოს რკინიგზა“ აგრძელებს ქართული სპორტის ხმარდაჭერას. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავხდეთ კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი. „საქართველოს რკინიგზა“ აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას“, - განაცხადა ბახტაძემ. მემორანდუმის თანახმად, ფინანსური მხარდაჭერა გაწეული იქნება საქართველოს კალათბურთის სუპერლიგის, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის. გარდა ეროვნული ნაკრებისა მხარდაჭერა გავრცელდება 3 ასაკობრივ 16, 18 და 20 წლამდელთა ნაკრებებზე. „მხარდამხარ გამარჯვებისთვის“-საქართველოს რკინიგზა მხარს უჭერს კალათბურთის ფედერაციას და მოუწოდებს გულშემატკივრებს უფრო მეტი ჩართულობისკენ. მნიშვნელოვანია უფრო მეტად მოხდეს კალათბურთის როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაცია ქვეყანაში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. მინისტრმა ქართული კალათბურთის წარმატებაზე ისაუბრა და გაფორმებულ ხელშეკრულებას მნიშვნელოვანი უწოდა. შეგახსენებთ, რომ ს/ს „საქართველოს რკინიგზას“ სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებაში დიდი ხანია საკუთარი წვლილი შეაქვს. სწორედ „საქართველოს რკინიგზა“ არის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სარაგბო კლუბ „ლოკომოტივისა“ და წყალბურთის კლუბ „ლოკომოტივი“ გენერალური სპონსორი. (R)
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)