15:35 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 11:02:58, 556 ნახვა

პოლიტიკა
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დღეს პირველი საკომიტეტო განხილვა გაიმართება

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით  ევროპარლამენტში დღეს პირველი საკომიტეტო განხილვა გაიმართება.

საშინაო საქმეების კომიტეტმა ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივა უნდა განიხილოს, რაც საქართველოს იმ ქვეყანათა ჩამონათვალში ჩასმას ითვალისწინებს, რომელთა მოქალაქეებსაც შენგენის ქვეყნებში უვიზოდ  მიმოსვლა შეუძლიათ.

ქართული მხარე იმედოვნებს,  ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს მხარს დაუჭერს.

ინფორმაციისთვის, არსებული პროცედურის  თანახმად, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, საქართველოს  მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის  რეჟიმის შემოღების შესახებ, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ უნდა იქნას  პოლიტიკური გადაწყვეტილება.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ევროკავშირის რეგულაციაში #539/2001 შეტანილ იქნება ცვლილება და საქართველოს  მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში (+ შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics