|
2015-02-21 00:34:01, 1647 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ალასანია: ქართული ეკონომიკა კოლაფსის წინაშე დგას
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქართული ეკონომიკა კოლაფსის წინაშე დგას. ამის შესახებ ალასანიამ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ლარის გაუფასურება და ეკონომიკური გუნდის მუშაობა მოქალაქეებს მძიმე ტვირთად აწევს. „ქართული ეკონომიკა კოლაფსის წინაშე დგას. ლარის გაუფასურება და ზოგადად ეკონომიკური გუნდის მუშაობა ჩვენს მოქალაქეებს აუტანელ ტვირთად აწევს. პარლამენტს აქვს ზედამხედველობის ფუნქცია და თითოეულ დეპუტატს უნდა აინტერესებდეს, თუ რა კონკრეტულ ანტიკრიზისულ გეგმას ადგენს ეკონომიკური გუნდი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. თათბირი, რომელიც ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით ჩატარდა, რა თქმა უნდა სწორია, მაგრამ ამავდროულად ძალიან დაგვიანებულია. მთავრობას კრიზისის მოგვარზებაზე ზრუნვა დეკემბერში უნდა დაეწყო. ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა უნდა მოხდეს საჯაროდ და ყველამ უნდა დაინახოს თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მთავრობა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ამასთან, ალასაინამ აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, მთავრობამ ორ საკითხზე უნდა დაიწყოს ზრუნვა. „რითი წაახალისებენ ექსპორტს და რა მექანიზმებით უზრუნველყოფენ ინვესტიციების შემოტანას ქვეყანაში. თუ გონივრულად დაგეგმავენ კომპეტენტურ ადამიანებთან მოკლევადიან ანტიკრიზისულ ნაბიჯებს, შედეგი შეიძლება დაიდოს. ეს პრობლემები გაგრძელდება მარტო იმ მიზეზის გამო, თუნდაც რომ გადაწყვეტილების მიღებაში სისტემური პრობლემაა. ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა. ვიცე-პრემიერს, თუ მას აძლევენ უფლებას რომ მართოს ეს ეკონომიკა, უნდა მისცენ უფლებები, აბსოლუტური დამოუკიდებლობა მიიღოს გადაწყვეტილებაში და ამ პროცესებში ბიძინა ივანიშვილი არ უნდა ჩაერიოს“, - დასძინა ირაკლი ალასანიამ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)