|
2016-04-19 10:54:25, 702 ნახვა
საზოგადოება
ლილოს დასახლებაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - არიან დაშავებულები
ლილოს დასახლებაში გამთენიისას გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძარი სასაწყობე მეურნეობაში გაჩნდა, სადაც საყოფაცხოვრებო ნივთები ინახებოდა. ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა და 400 კვ/მ-ის ფართი განადგურდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად 400 კვ/მ-ზე დაიწვა ჭურჭლის საწყობი. ადგილზე 12 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა - მეხანძრე და თავად ობიექტის დაცვის თანამშრომელი. მეხანძრეს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ხოლო მეორე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)