|
2016-04-18 22:41:34, 557 ნახვა
საზოგადოება
14-დან 21 წლამდე პირებისთვის სრულიად ახალი ტიპის დაწესებულების აშენება იგეგმება
14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის სრულიად ახალი ტიპის, სპეციალური დაწესებულება აშენდება. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია კავკასიაში, გადაცემაში „სპექტრი“ განაცხადა. კახა კახიშვილის განცხადებით დაწესებულების პროექტი უკვე არსებობს და შესაბამისად მშენებლობაც უახლოეს მომავალში დაიწყება: „ყველა მსჯავრდებული ვინც 14-დან 21 წლამდე ასაკის იქნება აღნიშნულ დაწესებულებაში განთავსდება. ასაკის მიხედვით დიფერენცირება თავად დაწესებულებაშიც მოხდება. 18-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებს დაბალი ასაკის მსჯავრდებულებთან შეხება არ ექნებათ, ისინი სხვადასხვა ფლიგელში განთავსდებიან, თუმცა მიდგომა იქნება ერთი - დაწესებულებაში იმოქმედებს სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, უცხო ენების კურსები და ა.შ. მათ მიეცემათ საშუალება დაწესებულებიდან ნორმალური განათლებით გამოვიდნენ“ - განაცხადა კახა კახიშვილმა. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, სრულიად ახალი ტიპის დაწესებულების შექმნა იგეგმება, სადაც დაბალი რისკის მსჯავრდებულები განთავსდებიან, რომლებსაც სასჯელის ამოწურვამდე 6 თვე ექნებათ დარჩენილი. აღნიშნული დაწესებულება მსჯავრდებულებს თავისუფლებისთვის მოამზადებს და თავად დაწესებულების სახელწოდებაც სწორედ ასეთი იქნება - გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი დაწესებულება. „მსჯავრდებულებს, რომლებსაც დაბალი რიკსი დაუდგინდებათ და სასჯელის ამოწურვამდე 6 თვე ექნებათ დარჩენილი, ახალი ტიპის დაწესებულებაში მოთავსდებიან. იმუშავებს საამქრო და მათ კონკრეტული ხელობის დაუფლების შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები გარეთ დასაქმდების შემთხვევაში შეძლებენ დაწესებულების ყოველდღიურად დატოვებას და სამსახურში მისვლას, დღის ბოლოს კი უკან დაბრუნდებიან. ამით მათ საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირების საშუალება მიეცემათ“ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)