2016-04-18 14:46:27, 426 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: წინასაარჩევნო თარიღთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს
მიმდინარეობს კონსულტაციები და ვფიქრობ, ამ თემაზე საუბარი ნაადრევია, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტის კითხვას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ თემაზე კომენტარი უკვე გააკეთა.
"ამ თემაზე კომენტარი უკვე გავაკეთე, პრეზიდენტის განცხადება არ მინახავს. მიმდინარეობს კონსულტაციები და ვფიქრობ, ამ თემაზე საუბარი ნაადრევია", - განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ახალი განკარგულების გამოცემას მაისში აპირებს. პრემიერმა კი, პრეზიდენტს ახალი განკარგულების გამოცემა 8 ივლისს სთხოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან