|
2016-04-17 18:37:00, 1347 ნახვა
კომენტარი
შალვა საბაური: მახინჯი სისტემაა, თუ როგორია, სტუდენტებმა უნდა გადაწყვიტონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, რომლითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს, თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური გამოეხმაურა. მისი თქმით, სტუდენტური თვითმმართველობა, თუ როგორი სისტემაა, ეს არჩევნების გზით, სტუდენტებმა უნდა გადაწყვიტონ: "მახინჯი სისტემაა, თუ როგორი სისტემაა, რეალურად სტუდენტებმა უნდა გადაწყვიტონ.ანუ, საერთო სტუდენტური პოზიცია, რომელიც არჩევნებზე ფიქსირდება ხოლმე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ,რომ ქვევიდან ზევით მიმართული დემოკრატია თუ გვინდა გვქონდეს, სტუდენტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა მიოდელი სურთ. თუ ვსაუბრობთ ავტონომიაზე, არ მგონია მოთხოვნა, რომ საკანონმდებლო დონეზე შეიცვალოს და აქ გადაწყდეს თვითმმართველობა როგორი იქნება, ეს ნამდვილად ავტონომიურობის მოთხოვნა იყოს",-განაცხადა შალვა საბაურმა. შეგახსენებთ, "აუდიტორია 115"-ის სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, რომლითაც არსებობდა, არ უნდ არსებობდეს. აღნიშნულ საკითხზე მომდევნო კვირაში პრემიერსა და სტუდენტებს შორის მორიგი შეხვედრაც დაიგეგმა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)