|
2016-04-17 14:16:51, 586 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ისნის რაიონში საგზაო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი დავით ნარმანია ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს. კაპიტალურად კეთდება მარტყოფის შესახვევი, განთიადისა და ბეღლეთის ქუჩები. ძველი, გაუვალი საფარის ნაცვლად, დაიგება ახალი ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები. ადგილობრივების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. დავით ნარმანია მათ სხვა საკითხების მოგვარებასაც დაპირდა. დავით ნარმანია, ისნის რაიონის გამგებელ ვახტანგქ იზიყურაშვილთან, კეთილმოწყობის სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და გამგეობის სხვა თანამშრომლებთან ერთად მრევლიშვილის ქუჩაზეც იმყოფებოდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ ქუჩებზე რამდენიმე ათეული წელია საგზაო სამუშაოები არ ჩატარებულა. „ისნის რაიონში ვხვდებით მოსახლეობას, ვეცნობით მათ საჭიროებებს. ასევე, მიმდინარეობს იმ სამუშაოების მონიტორინგი, რომლებსაც რაიონული გამგეობა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს. მიმდინარე საგზაო სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება და ამით ადგილობრივი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება “,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)