|
2016-04-16 15:05:56, 1422 ნახვა
კომენტარი
ვლადიმერ პაპავა: პრემიერ-მინისტრი სტუდენტების მოთხოვნებს უნდა გამოეხმაუროს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან მიმდინარე აქციაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პაპავა მივიდა. პაპავა ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და განაცხადა, რომ პროტესტის ეს ფორმა მისთვის მიუღებელია. „მე მოვედი ამბის გასაგებად, რა ხდება, რა მოთხოვნები აქვთ კონკრეტულად. მათი მოთხოვნების ნაწილი ჩვენთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, მაგრამ, როდესაც უნივერსიტეტში დაიწყო ეს აქცია, რექტორი უნდა მოსულიყო და უშუალოდ ადგილზე დალაპარაკებოდა სტუდენტებს. მათ აქვთ თავიანთი მოთხოვნები და ისინი აცნობიერებენ, რომ ლექციების გაცდენა პრობლემაა და ეს ფორმა ჩემთვისაც მიუღებელია. მათ აქვთ თავიანთი მოთხოვნები. მე შევეცდები მთავრობას მივაწოდო ინფორმაცია და ჰქონდეთ შესაბამისი რეაქცია. სტუდენტებს ყოველთვის აქვთ უფლება მოითხოვონო, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, განათლების სფერო მათთვის არის მნიშვნელოვანი და მათ აქვთ უფლება მოითხოვონ, უბრალოდ კორპუსი დაიკეტა და ლექციები არ ტარდება, სხვა სტუდენტებს ეშლებათ ხელი, მე ეს არ მომწონს როგორც რექტორს, როგორც პროფესორს“, - აღნიშნა პაპავამ. რაც შეეხება სტუდენტების მოთხოვნას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის თაობაზე, როგორც პაპავამ აღნიშნა, პრემიერი სტუდენტების მოთხოვნებს უნდა გამოეხმაუროს. „მე ამას ვერ გეტყვით, ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. მაგრამ რა თქმა უნდა თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გამოეხმაუროს სტუდენტებს, გამოხმაურების ფორმა თავად უნდა შეარჩიოს ეს იქნება განცხადება, თუ ადგილზე მისვლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას ეს გასაკეთებელი აქვს“, - განაცხადა პაპავამ. ცნობისთვის თსუ-ს მე-6 კორპუსის შენობის კარი შიგნიდან არის აჭედილი. ამჟამად ”აუდიტორია 115”-ის სტუდენტების აქციის გამო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში სწავლის პროცესი შეფერხებულია. სტუდენტები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისვლას ითხოვენ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)