|
2016-04-15 18:08:47, 483 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ყარაულაშვილმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შექმნილ ახალი პლატფორმის პირველ სხდომას უმასპინძლა
საქართველოს მთვრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევოატლანტიკურ სტრაქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შექმნილ ახალი პლატფორმის - „ახალგაზრდული საბჭო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში" პირველ სხდომას უმასპინძლა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საბჭო წარმოადგენს ახალ საკომუნიკაციო არხს ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა (ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე) და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის, რომლის ერთ-ერთ მიზანს საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართვა და მათთან მუშაობა, პრობლემატიკისა და გამოწვევების შესწავლა და ანალიზი იქნება. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების - "ევროპული ახალგაზრდული ცენტრი", "მომავალ დიპლომატთა კლუბი", "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი", "ევროკლუბი", "ევროპულ-ქართული ინსტიტუტი", "ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაცია", „YAთA საქართველო") და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. საბჭოს შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და სამომავლო გეგმებზე. ასევე, შეაჯამეს ნატოს კვირეული 2016-ის ფარგლებში რეგიონებში განხორციელებულ საინფორმაციო კამპანია. უახლოეს მომავალში ახალგაზრდული საბჭოს მუშაობას სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციებიც შემოუერთდებიან.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)