09:15 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 15:38:51, 509 ნახვა

საზოგადოება
მარტში ფულადი გზავნილების მოცულობა 1.3%-ით შემცირდა

გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წლის მარტში ფულადი გზავნილების მოცულობა 1.3 %-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის მარტში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 90.7 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 216.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.3%-ით (1.2 მილიონი აშშ დოლარით) ნაკლებია.

სებ-ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 89.6 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2016 წლის მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (30.0 მლნ აშშ დოლარი), აშშ (10.0 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (9.9 მლნ აშშ დოლარი), იტალია (9.8 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (7.4 მლნ აშშ დოლარი).

2016 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.6 მლნ აშშ დოლარი (39.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.0 მლნ აშშ დოლარისა (33.0 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics