|
2016-04-15 13:54:20, 863 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური ახალ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს
შემოსავლების სამსახურმა ელექტრონული მომსახურების ვებგვერდის სპეციალური ვერსია - სადემონსტრაციო-სასწავლო გვერდი შექმნა, რომელიც გადამხთელთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას და ელექტრონული სარვისებით სარგებლობის უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მომსახურების სერვისების ვებგვერდის სადემონსტრაციო-სასწავლო გვერდი http://demo-eservices.rs.ge მოქმედი გადამხდელის პორტალის ანალოგია. სადემონსტრაციო ვებგვერდის საშუალებით, ყველა დაინტერესებულ პირს, იმის მიუხედავად, არის თუ არა იგი რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, ეძლევა შესაძლებლობა, შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელთათვის შეთავაზებული, ელექტრონული სერვისები შეისწავლოს. დემოვერსია ყველა ელექტრონულ სერვისს შეიცავს, რომელსაც დღესათვის შემოსავლების სამსახური სთავაზობს მომხმარებლებს და რომლებიც საბაჟო და საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელია: ელექტრონული დეკლარირება, ელექტრონული საგადასახადო ვალდებულებების ფაქტურის წარმოება, ელექტრონული სასაქონლო ზედნადების წარმოება, ელექტრონული განცხადებების სერვისი და სხვა. "დღეს, წარვადგინეთ შემოსავლების სამსახურის ახალი პროდუქტი, რაც არის შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალის სრული ანალოგი. ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ექნება, შევიდეს სისტემაში და ჩაატაროს ის ოპერაციები, რასაც შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე აკეთებს. ვთვლით, რომ ეს ძალიან წაადგება ზოგადად ბიზნესს. ამ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვებგვერდს ჩავურთავთ იმ უმაღლესსასწავლებლებს, რომლებიდანაც იქნება ამის მოთხოვნა. ეს ხვალიდან იქნება შესაძლებელი. მათ მიერ დანახული უზუსტობები გამოსწორდება", - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ. ეს არის შემოსავლების სამსახურის სრულიად ახალი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც საინტერესო იქნება, როგორც ბიზნესის წარმომადგენლების, ასევე დამწყები ბუღალტრებისთვის. ვებგვერდზე ვირტუალურ გადამხდელს შეუძლია შექმნას კომპანია (კომპანიები) და შეისწავლოს ბიზნესსაქმიანობისთვის აუცილებელი გარემო. ვებგვერდი საშუალებას მისცემს სასწავლო დაწესებულებებს, ბუღალტერიის სასწავლო კურსში გადამხდელის პორტალის შესწავლა ჩართონ, რაც უმნიშვნელოვანესია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების თვალსაზრისით. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე, ვებგვერდზე დაშვება, მოთხოვნის შესაბამისად, მიეცემა მხოლოდ დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებს.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)