|
2016-04-15 10:05:24, 530 ნახვა
საზოგადოება
ხორბლის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად აგრძელებს საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების სერთიფიცირების სისტემის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებებს. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სერთიფიცირების სისტემის დანერგვის მიზანია საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების წარმოების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ქართველ ფერმერებს აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სისტემის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერთიფიცირების სამსახურის უფროსი ნოდარ ხატიაშვილი ხორბლის მწარმოებელ ფერმერებს დედოფლისწყაროში შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივმა ფერმერებმა ინფორმაცია მიიღეს სერთიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მაღალხარისხიანი თესლის წარმოების საერთაშორისო სტანდარტებზე. დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. ცენტრის თანამშრომლები კონსულტაციას გაუწევენ და დაეხმარებიან, რომ მათი პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იყოს წარმოებული. რაც შესაძლებლობას მისცემთ პროდუქციის რეალიზება მოახდინონ საექსპორტო ბაზრებზე.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)