|
2016-04-14 17:48:58, 789 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ამერიკის შეერთებულ შტატებშ სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მინისტრი ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მიირებს მონაწილეობას. როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ფინანსთა მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, სერ სუმა ჩაკრაბარტისთან; მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან, ქალბატონ ლორა ტაკთან და ბატონ სირილ მიულერთან; ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ ლასლო ბარანიასთან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ქალბატონ კატერინა მატერნოვასთან შედგება. ასევე, მოლაპარაკებები ინვესტორებთან, საინვესტიციო ბანკებისა და სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთანაც შედგება. სამინისტროს ცნობით, ვიზიტის დროს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ერთობლივი შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) განმკარგულებელი დირექტორის მოადგილესთან, ბატონ მინ ჟუსთან; სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ მენო შნელთან; სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ბატონ მასუდ აჰმედთან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ დიმიტრის ციცირაგოსსთან შედგება. შეხვედრების ფარგლებში საუბარი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე გაიმართება.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)